ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
* სიღნაღში ოპოზიცია ხელისუფლებას, ხელისუფლება კი ოპოზიციას ადანაშაულებს
25 მაისი, 2010 წ.

ოპოზიციის მტკიცებით, სიღნაღში ბოლო რამდენიმე დღეა მასიურად ხდება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. კერძოდ საუბარია, ნაციონალების სააგიტაციო პლაკატებზე, რომლებიც ბიბლიოთეკის, სკოლების, საბავშვო ბაღების შენობებზე, ასევე ყველა მაღაზიის ვიტრინებზეა გაკრული.

როგორც რადიო “ჰერეთს” ”ალიანსი საქართველოდან” აცნობეს, სიღნაღში “ნაციონალების” მხრიდან ადგილი აქვს მაღაზიის მეპატრონეების დაშინების ფაქტებსაც.

“ვინც უარს იტყვის პლაკატის გაკვრაზე, ფინანსური პოლიციით აშინებენ. ასევე გააქტიურებული არიან კუდი-ს თანამშრომლები და ხდება მოქალაქეების მასიური დაშინება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, მაგრამ პიროვნების დასახელებისგან მისივე უსაფრთხოების გამო თავს ვიკავებთ'', - განაცხადა “ალიანსის საქართველოსთვის” წარმომადგენელმა მალხაზ ხუციშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს ნაციონალების საარჩევნო შტაბში. შტაბის ხელმძღვანელის ნუგზარ აბულაშვილის განცხადებით, ოპოზიცია თავად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს.

“ოპოზიცია აწყობენ შეხვედრებს როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში. ჩვენ ამ დაწესებულებებში არ შევდივართ. ასევე მათი საარჩევნო პლაკატები გამოკრულია ამავე დაწესებულების კედლებზე. ჩვენი მხრიდან არც მოქალაქეების და არც ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების ფაქტებს აქვს ადგილი, - განაცხადა აბულაშვილმა.

heretifm.com

25.05.2010

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« იანვარი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31