ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
* დაგვიანებული წინასაარჩევნო კამპანია და ნადირობა პოლიტიკური პარტიების პლაკატებზე
25 მაისი, 2010 წ.

 

დასახლებლ სოფლებში კანდიდატები წარედგინათ?

თვითმმართველობის არჩევნები კარსაა მომდგარი, თუმცა პოლიტიკური პარტიების პლაკატები კახეთში მხოლოდ ახლა გამოჩნდა. ყველაზე მეტი პლაკატი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სააგიტაციო მასალის განადგურება კანონით აკრძალულია, პარტიების აქტივისტები კონკურენტების პლაკატებს ღამღამობით მაინც ხევენ.

 

მაგალითად ყვარელში ჩამოჭრილია “ალიანსი საქართველოსთვის” საარჩევნო ბანერი და დახეულია პლაკატები. ამავე პარტიის თელავის რაიონულ ოფისში კი ამბობენ, რომ მათ საარჩევნო პლაკატებს “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატები გადააკრეს.

 

მაჟორიტარი კანდიდატების სიმრავლითაც რეგიონში ”ნაციონალური მოძრაობა” გამოირჩევა. ნაც.მოძრაობა აღმოჩნდა ასევე ის ერთადერთი პარტია, რომელსა თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა არაქართულენოვან სოფლებში მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი.

მაგალითად ლაგოდეხში ასეთი ორი ოპოზიციური პარტიაა. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ივანე ზურიკაშვილის განცხადებით, ეს პარტიებია ”მომავალი საქართველოსთვის” და ”ეროვნული საბჭო”.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქ, სადაც მმართველ პარტიას მოგება გარანტირებული აქვს, ოპოზიციის ნაწილი რესურსის ხარჯვას ერიდება. ასეთი ადგილები კი როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ ძირითადად არაქართულენოვანი სოფლებია, თუმცა ამაზე ღიად პარტიის ლიდერები არ საუბრობენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები თავიანთი თანამოაზრეების დაშინებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა კონკრეტულ ფაქტებს დაშინებულთა უსაფრთხოების მიზნით არ ახმაურებენ.

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებას გვამცნობს სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე ბოლო დროს გაკრული საუბნო კომისიების ფირნიშებიც. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სათანადო ინვენტარით ყველა საარჩევნო უბნის აღჭურვა უკვე დასრულდა.

უბნებში გამოკრულია სიები და ამომრჩევლები საკუთარ თავს ამოწმებენ, სიებში ცვლილების შეტანის პროცესი კი 15 მაისს დასრულდა.

ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ივანე ზურიკაშვილი განცხადებით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი სიებში საკუთარი თავის გადამოწმებით არ აქტიურობდა.

დევნილებისათვის და გასამხედროებული პირებისთვის კი როგორც ლაგოდეხის საოლქო კომისიაში განმარტავენ, დამატებითი უბნები არ გაიხსნება.

დარღვევების შესახებ კი ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი შესული არ არის.

HERETIFM.com

25.05.2010

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა