წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობის” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ბუცხრიკიძე და პარტიული სიის პირველი და მეორე ნომრები, ნუგზარ ხუცაიძე და თინათინ ჯავახიშვილი, ნადიკვარის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა შეხვედრისას იმ პრიორიტეტულ პროგრამებზე ისაუბრეს, რომელიც მათი არჩევის შემთხვევაში განხორციელდება.როგორც რადიო „ჰერეთს“ კანდიდატებმა განუცხადეს, თელავში მოწესრიგდება გზები და გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შეხვედრისას მოსახლეობამ ძირითად პრობლემად უმუშევრობა დაასახელა.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები ადგილობრივებს პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდნენ.
24,05,2010