ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
,,ქართული ოცნება" სპეციალურ უბნებში შეყვანილი ამომრჩევლების სიას ითხოვს
 ,,ქართული ოცნება" სპეციალურ უბნებში შეყვანილი ამომრჩევლების სიას ითხოვს
18 სექტემბერი, 2012 წ.
,,ქართული ოცნება" სპეციალურ უბნებში შეყვანილი ამომრჩევლების სიას ითხოვს. ,,ქართული ოცნების" წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით 70 სპეციალური უბანია შექმნილი და მათში 58 ათასზე მეტი ამომრჩეველია შეყვანილი.

მისვე თქმით, საარჩევნო კომისიებმა შექმნეს სპეციალური უბნები ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო ნაწილებს. ამასთან ხდება კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და არის საშიშროება, რომ სპეციალური უბნები ხელისუფლებამ საარჩევნო ხმების მანიპულაციისთვის გამოიყენოს და მაგალითისთვის სპეცუბნებში შეყვანილმა ამომრჩეველმა ხმა ძირითადი რეგისტრაციის ადგილზეც მისცეს.

"ქართული ოცნება" მოითხოვს სპეციალურ უბნებში შეყვანილი ამომრჩეველების სიებს. საარჩევნო ბლოკმა ,,ბიძინა ივანისვილი-ქართული ოცნება" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე გაასაჩივრა ცხრა სპეციალური უბნის შექმნა და გეგმავს ამ მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.



წყარო: http://www.pirweli.com.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა