ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
+ - საქართველოს ცსკ-ის 1 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირებაზე სერგეი მარკოვსა და მაქსიმ გრიგორიევს უარი უთხრა
14 სექტემბერი, 2012 წ.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირებაზე რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებს სერგეი მარკოვსა და მაქსიმ გრიგორიევს უარი უთხრა.
როგორც "პირWელს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ პალატას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირებაზე უარი, ცსკ-ის მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამართულ სხდომაზე გადაწყდა.

აღნიშნული გადაწყევტილების მიზეზები №263/2012 განკარგულებაშია განმარტებული: "რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის შესახებ" 2005 წლის 4 აპრილის რუსეთის ფედერაციის ფედერალური კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული პალატა წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო ორგანოს, რომლის 42 წევრს ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი, ხოლო 42-42 წევრი წარმოადგენენ, რუსეთის რეგიონების სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, რაც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით და რომელიც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების უპატივცემლობას. საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 39-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და მე-40 მუხლის მე-5 პუნქტების თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის უარი ეთქვას საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე: "რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ პალატას". მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე".

განკარგულებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და კომისიის მდივანი გიზო მჭედლიძე აწერენ ხელს.


წყარო:http://pirveli.com.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა