ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
„ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის საარჩევნო შტაბის ქონების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
24 მაისი, 2010 წ.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის საარჩევნო შტაბის კუთვნილი ნივთების დაზიანების ფაქტზე შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე, ქონების დაზიანების მუხლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით, დაუდგენელმა პირებმა, ყვარელში „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბის კუთვნილი ნივთები გაანადგურეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შტაბის ხელმძღვანელმა ნუგზარ ღონიაშვილმა განუცხადა, ჩამოჭრილია საარჩევნო ბანერი და დახეულია პლაკატები.

„კიბეს თუ არ გამოიყენებდნენ, ისე ბანერს ვერც ჩამოჭრიდნენ. შტაბის ოფისი ყვარლის ცენტრში მდებარეობს, ქუჩა განათებულია, ხალხი ცხოვრობს. შეუძლებელია, ისე ჩამოეჭრათ, რომ ვერავის დაენახა. ეს არის ხელშეშლა წინასაარჩევნო კამპანიაში“, - აღნიშნა ღონიაშვილმა.

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, დაუდგენელი პირები მათი პარტიის საარჩევნო პლაკატებსაც ხევენ. „ჩვენ არაფერში გვჭირდება, რომ ოპოზიციის ბანერები ჩამოვხიოთ. ქუჩებში ჩვენი პარტიის სააგიტაციო მასალებსაც აზიანებენ“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.

 

ick.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« იანვარი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31