* ყვარელში “ალიანსი საქართველოს” ოფისს ბანერი ჩამოახიეს
24 მაისი, 2010 წ.

“ალიანსი საქართველოსთვის” ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ ხონიაშვილის განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით, ყვარელში, ჭავჭვაძის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ალიანსის ოფისს ბანერი ჩამოახიეს.

“ბანერი საკმაოდ დიდ სიმაღლეზე იყო და იქ კიბის გამოყენება გახდებოდა საჭირო. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა და მომხდარ ფაქტზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს“, - განუცხადა რადიო “ჰერეთს” დეპუტატობის კანდიდატმა.

ოპოზიციონერის ბრლდებებს “ნაციონალური მოძრაობის” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პასუხობს. ზურაბ ბუცხრიკიძის განცხადებით, მსგავსი სახის ინსტრუქტაჟი არავისთვის მიუციათ და მომხდარი მათ ინტერესებს სცილდება.

მომხდართან დაკავშირებით ყვარლის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

21.05.2010

HERETIFM.COM

ბეჭდვა