* საგარეჯოში ნოღაიდელის პარტიას ხელფასებს სთხოვენ
24 მაისი, 2010 წ.

მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” აქტივისტები, რომლებიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარდაკარის პრინციპით ამომრჩეველთა მონიტორინგს აწარმოებდნენ, შესაბამისი ანაზღაურება დღემდე არ მიუღიათ.

“სამართლიანი საქართველოსთვის” ადგილობრივ ოფისში რადიო “ჰერეთს” ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ხელფასის გაცემის პრობლემა ნამდვილად არსებობს.

“სახელფასო დავალიანების გაცემა ალბათ არჩევნებამდე მოხდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ”, - განაცხადა “სამართლიანი საქართველოსთვის” კოორდინატორმა სოსო ოტიაშვილმა.

21.05.2010

HERETIFM.com

ბეჭდვა