ანონსი
12 სექტემბერი, 2012 წ.
11:00 - საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

10:00 - სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში პარტიის ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს.

11:30 - ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში, "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი და სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფილი ბიზნესცენტრი გაიხსნება.

12:00 - გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი და სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფილი ბიზნესცენტრი გაიხსნება.

12:00 - ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში "აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის", კამპანიის "ეს შენ გეხება" და "მედიის ადვოკატირების კოალიციის" ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭოველიძის ქ. #10

13:00 - "უფლებადამცველთა გაერთიანება"" საპროცესო შეთანხმების გაუქმების და ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით არჩევნებში მონაწილე პარტიების ხელმოწერილ შეთანხმებას წარადგენს.

მის: გ. ტაბიძის ქ. #20, 599 60 61 63

13:00 - სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" "წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი (2011 წლის 1-ლი ოქტომბერი - 2012 წლის 1-ლი აგვისტო)" პრეზენტაცია გაიმართება.


წყარო:http://ghn.ge/

13:00 - "თიბისი ბანკის" ახალი სათავო ოფისის შენობის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება და საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის: უნივერსიტეტის ქ. #2

14:00 - გარდაბნის რაიონში საარჩევნო ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა არეშიძე გამართავს საპროტესტო აქციას, ლოზუნგით - "შეწყდეს სოფელ თაზაქენდთან მოქმედი მარგანეცის მადნის გადამამუშავებელი საწარმოს გამონაბოლქვით მოსახლეობისა და გარემოს განადგურება".

599 50 83 55
14:00 - ქალაქ რუსთავში გაიმართება იაპონიის მთავრობის მიერ "ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში დაფინანსებული "მოხუცთა ზრუნვის ცენტრის განვითარების პროექტის" საზეიმო გახსნის ცერემონია.

მის: ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. #12ა

14:00 - სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ფესტივალ "თბილისი ელექტრო ღამე 2012"-სთან დაკავშირებით პრესბრიფინგი გაიმართება.

14:00 - წიწამურზე, ილიას მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან, მწერლის სულის მოსახსენებელი პარაკლისი ჩატარდება.

14:00 - მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ფოტოგამოფენა "ქრისტიანული ხელოვნების საგანძური", რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წელს ეძღვნება.

15:00 - მწერლები, პოეტები, საზოგაო მოღვაწეები საგურამოს სახლ-მუზეუმში ილია ჭავაჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაიხსენებენ.

15:00 - ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი და სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფილი ბიზნესცენტრი გაიხსნება.

16:00 - ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, "მაგთიკომის" ინიციატივითა და სპონსორობით გამოცემული თანამედროვე ქართველი მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევართა ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ჭანტურიას ქ.#8

19:00 - სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის და კონრად ადენაუერის ფონის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება.
ბეჭდვა