ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ქართული ოცნება" პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს
10 სექტემბერი, 2012 წ.
კოალიცია ,,ქართული ოცნება" პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლების ფაქტებზე საუბრობს. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა სამსახურიდან,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაათავისუფლეს.

"ხრამ ჰესის" გენერალურმა დირექტორმა დევი კანდელაკმა სამსახურიდან გაათავისუფლა კოალიცია ,,ქართული ოცნების" დმანისის რაიონის #27 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, სადგურის მორიგე, მემანქანე ილია ქარსევანიძე", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ქარსევანიძის ნათესავებიც. საერთო ჯამში კი გათავისუფლებული ადამიანები რაოდენობამ ცხრა ადამიანს მიაღწია.

,,დევი კანდელადკმა მათ უთხრა, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა, რადგან პირველი ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში თქვენ იქნებით და ჩივილს აზრი არ აქვს", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას უკვე მიმართეს.

,,უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც უკვე მივმართეთ, გამოგვიცხადა, რომ ჯერ უნდა გაარკვიონ ,,ხრამ ჰესი" კერძო კომპანიაა, თუ სახელმწიფო", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისო კომისია ყველა შემთხვევაში ვალდებულია ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხი განიხილონ.


წყარო:http://ghn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« აპრილი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30