ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ალიანსის" მაჟორიტარები ბათუმში
20 მაისი, 2010 წ.

"ჩვენ შევცვლით: უმუშევროვრობას - დასაქმებით, სიდუხჭირეს - კეთილდღეობით, უსამართლობას - სამართლიანობით". ამ დევიზით "ალიანსი საქართველოსთვის" ქვეყანაში ტერიტორიული მოწყობისა და ხელისუფლების პრინციპების შეცვლას გეგმავს.

ცაგო კახაბერიძე

20.05.2010 - ათი კანდიდატიდან, რომლებიც "ალიანსმა" ბათუმის სხვადასხვა უბანში წარადგინა, ორი ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს წევრია. ოპოზიციური ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე - ირაკლი ჩავლეიშვილი&ნბსპ; ბათუმის მეექვსე უბანში იყრის კენჭს. მას "ნაციონალური მოძრაობიდან" თამაზ თოფურიძე, "ქრისტიან-დემოკრატებიდან" კი სოფიო მიქაბერიძე დაუპირისპირდებიან. მისი კონკურენტი იქნება ასევე მოქმედი საკრებულოსა და მისივე ფრაქციის ყოფილი წევრი, დავით ჩხარტიშვილი. ამავე უბანში ის "ეროვნულმა საბჭომ" წარადგინა.

მოქმედი საკრებულოს წევრია თემურ ყურაშვილიც, კითხვაზე რატომ უნდა მისცეს მას ხმა ამომრჩეველმა და რამდენად გაუმართლა მათ ნდობა? - ყურაშვილი პასუხობს, რომ "ეს სულ ცოტა ხანში, არჩევნების შედეგებში გამოჩნდება".

ბაგრატიონის მეოთხე საარჩევნო ოლქში მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი კირთაძეს "ალიანსმა" ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი - სულხან ღლონტი დაუპირისპირა. ხიმშიაშვილისა და ლუდის ქარხნის დასახლებაში "ალიანსის" სახელით "ახალი მემარჯვენეების" პარტიის წევრი.

- არმაზ კახიძე იბრძოლებს. "ნაციონალური მოძრაობიდან" მისი კონკურენტი გაზეთ "აჭარას" რედაქტორი, მოქმედი საკრებულოს წევრი, გენო თებიძეა.

მესამე საარჩევნო ოლქში "მემარჯვენეების" ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" აკაკი ძნელაძეა წარდგენილი, ბარცხანა-თამარის დასახლებაში კი მოსახლეობის გულის მოგებას "მემარჯვენე" პაატა მგელაძე შეეცდება. ბონი-გოროდოკის უბნიდან "ალიანსის" სახელით საკრებულოში&ნბსპ; "თავისუფალი დემოკრატების", ანუ ალასანიას პარტიის წევრი - ირაკლი ჭეიშვილი შეეცდება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ის ლევან ვარშალომიძის აპარატში პრესასა&ნბსპ; და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა.

ქალაქის ცენტრში "ალიანსმა" წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი, პროფესორი გიორგი მასალკინი წარადგინა, მეათე საარჩევნო ოლქში კი "რესპუბლიკელი" თემურ კახიძეა წარდგენილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: write failed: Disk quota exceeded (122) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.79936090976JSession->__destruct( )../session.php:0
20.79936090976JSession->close( )../session.php:135
30.79936091024session_write_close ( )../session.php:529

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/opt/alt/php53/var/lib/php/session) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.79936090976JSession->__destruct( )../session.php:0
20.79936090976JSession->close( )../session.php:135
30.79936091024session_write_close ( )../session.php:529