ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების" განცხადება
06 სექტემბერი, 2012 წ.

“საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები” მივიჩნევთ, რომ საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“ არასერიოზულია და მთავრობის მიერ ბიუჯეტის უმიზნოდ ხარჯვის კიდევ ერთ დემონსტრაციას წარმოადგენს.

 

ქვეყანაში აშკარაა გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდის აუცილებლობა, რაც ხანგრძლივი პროცესია და რომელიც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ქვეყნის გარემოსდაცვით კანონმდებლობაზე მუშაობის პრეროგატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიანდო, რომელმაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წარმოუდგენლად არამდგრადი პოლიტიკა შეიმუშავა.

 

შედეგად ბოლო ერთი წლის განმავლობაში მივიღეთ იჯარით გასხვისებული მწვანე საფარი, რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიებზე აშენებული შენობა-ნაგებობები, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. აღნიშნულით ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში “გარემოს დაცვის შესახებ”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და საქართველოს კანონში “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ”, რომელმაც გარკვეული პირები გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის სასჯელისგან სრულიად გაათავისუფლა. ამავე პერიოდში საქართველოს მთავრობამ დაარღვია არაერთი გარემოსდაცვითი კონვენცია, შესაბამისად “ახალგაზრდა მწვანეები” ვფიქრობთ, რომ კონფერენციაზე „თბილისი +35“ მიღებული კომუნიკე სრულიად ფორმალური დოკუმენტი იქნება.

 

ზემოთხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა მწვანეები“ ვფიქრობთ, რომ კონფერენციაზე „თბილისი +35“ დამსწრე საერთაშორისო დელეგაციებმა, მათ შორის UNESCO-სა და UNEP-ის წარმომადგენლებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რათა დახვეწილ იქნეს არსებული გარემოს დაცვითი პოლიტიკა.

 

ამ წინაპირობის არ არსებობის გამო კი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას დაისახავს მიზნად, რეზულტატს იქნება მოკლებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა