ამის შესახებ, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მემარჯვენეები“ მარტოხელა პენსიონერი ანა მექვაბიშვილის ოჯახსაც სტუმრობდნენ, რომელსაც სოფელში გამრიცხველიანების პრობლემის მოუგვარებლობის გამო მოხმარებულ ელექტროენერგიაში ყოველთვიურად 5 ლარის ზედმეტად გადახდა უწევს.
„მოსახლეობის არაერთი თხოვნის თუ მოთხოვნის მიუხედავად, სოფელ ჯუმათში დღემდე გამრიცხველიანება არ მომხდარა. ყოველ ოცდაათ ოჯახს ერთი საერთო კომუნალური მრიცხველი აქვს და იმის მიუხედავად, რომ უკლებლივ ყველა ოჯახს სახლში დენის ინდივიდუალური მრიცხველი უყენია, ყოველთვიურად დენის საფასურს მაინც ერთიანი კომუნალური მრიცხველის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებლიდან ახდევინებენ. პრაქტიკულად ყოველთვიურად ეს ადამიანები „ენერგო პროს“ საკუთარ მოხმარებულ დენზე 4-5 ლარს დამატებით უხდიან. ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ ენერგო კომპანიის მხრიდან ასეთი უსამართლო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია და ამ ადამიანების პრობლემებს ხელისუფლება ელემენტარული ყურადღების გარეშე ტოვებს“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
მისივე თქმით, სოფელ ჯუმათის მოსახლეობამ კოლექტიური წერილით არაერთხელ მიმართა გურიის გუბერნატორსაც და ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით, დროულად მომხდარიყო სოფელში გამრიცხველიანება. მიუხედავად ამისა, არც გუბერნატორის ადმინისტრაციას და არც ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი ზომები არ მიუღიათ.
ადგილობრივი გლეხები აცხადებენ, რომ ხელისუფლება და „ენერგო-პრო“ მათ ქუჩის განათების ფულსაც საერთო კომუნალურ მრიცხველზე უანგარიშებს და აღნიშნულ დამატებით ყოველთვიურ 4-5 ლარისაც სწორედ ამიტომ ახდევინებენ.
„ახალი მემარჯვენეების“ ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კალანდაძე მიმართავს გურიის გუბერნატორს და ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას, სასწრაფო წესით მიიღონ ზომები და ამ უსამართლობის და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასურის „შეწერის“ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად დროულად დაიწყოს სოფელ ჯუმათში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები