დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნა 2008 წლის მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია. ბიუროს სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილება კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტს შეეხება.
კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, თუ პოლიტიკური პარტიის მხრიდან სერიოზული ფინანსური დარღვევებია ან მან არ წარადგინა ანგარიში, მაშინ შესაძლებელი ხდება, რომ არჩევნებზე ამ პარტიის ხმები არ იყოს დათვლილი. ცვლილების მიხედვით პარტიის ხმების არდათვლის ნაცვლად წესდება ჯარიმა. კერძოდ, „თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაჯარიმდებიან ათი ათასი ლარით. წარდგენილ ანგარიშში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით უნდა გააფრთხილოს საარჩევნო სუბიექტი და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის გამოსწორება ორი დღის ვადაში. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი დაჯარიმდება სამი ათასი ლარით.“
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, თუ არ იქნება გადაუდებელი აუცილებლობა, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარული სხდომა არ იმართება. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, არჩევნებამდე პლენარული სხდომის მოწვევის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები