ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოსთან ხელშეკრულებას აფორმებს
17 ივლისი, 2012 წ.
მმართველი პარტია საქართველოსთან მორიგ ხელშეკრულებას აფორმებს და მისი შესრულების პირობას დებს. ხელშეკრულლებას ხელს აწერენ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
ხელშეკრულების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოს ხალხთან ერთად დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი, შენდება ახალი საქართველო. მაგრამ ბევრ ოჯახს ჯერ კიდევ უჭირს, ბევრია უმუშევარი. ქვეყნის წინსვლითა და წარმატებით მეტი სიკეთე უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა. ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება - მეტი სარგებელი ხალხს!
მიზნის მისაღწევად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ ხელშეკრულებით დებს პირობას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში: განახევრდება უმუშევრობა - აქტიურად ამუშავდება დასაქმების სამინისტრო; დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი; სამუშაოს ყველა მაძიებელს ექნება სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება, მათ შორის, ახალ ტექნიკურ სასწავლებელსა და გადამზადების ცენტრებში;
ჯანდაცვის დაზღვევა ექნება ყველას - სოციალურად დაუცველთათვის, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, დევნილებისთვის, პოლიციელებისთვის და ჯარისკაცებისთვის იქნება შესაბამისი კატეგორიის დაზღვევა; ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის იქნება დაზღვევის საბაზისო პაკეტი; ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
გაორმაგდება სოფლის მეურნეობა - ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა; გაიხსნება 500-ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო; მოირწყვება დამატებით 90,000 ჰექტარი მიწა; სოფელი მიიღებს 2000 ერთეულ ახალ ტრაქტორს; მოხდება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია. სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% იქნება დამუშავებული. ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიანი ვაუჩერს - ოჯახები თავად გადაწყვიტენ, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვაროს; ამ ვაუჩერით შესაძლებელია: დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯების დაფარვა; მედიკამენტების და სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება, საწვავისა და სასუქის ხარჯის გასტუმრება.
ამ ხელშეკრულებით "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს - დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და სოფლის მეურნეობის განვითარებით მივაღწევთ საერთო მიზანს - მეტი სარგებელი ხალხს.


წყარო:http://ghn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: write failed: Disk quota exceeded (122) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.91706097720JSession->__destruct( )../session.php:0
20.91706097720JSession->close( )../session.php:135
30.91706097768session_write_close ( )../session.php:529

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/opt/alt/php53/var/lib/php/session) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.91706097720JSession->__destruct( )../session.php:0
20.91706097720JSession->close( )../session.php:135
30.91706097768session_write_close ( )../session.php:529