არასამთავრობოები "მაესტროს" სატელიტური თეფშების დაყადაღების გამო განცხადებას ავრცელებენ
12 ივლისი, 2012 წ.
კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის "მაესტროს" სატელიტური თეფშების დაყადაღების გამო განცხადებას ავრცელებს.

"კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის წევრი ორგანიზაციების სახელით, გამოვხატავთ შეშფოთებას 2012 წლის 11 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომობის საფუძველზე ტელეკომპანია მაესტროს მიერ შემოტანილი „დიდი ოდენობით" სატელიტური თეფშების დაყადაღების ფაქტზე, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი პროცესუალური მოქმედება თითქოსდა „მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას, შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლრბის უზრუნველყოფას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ როგორც პროკურაუტის ასევე სასამართლოს მოქმედება ცალსახად მიმართულია თავისუფალი მედია საშუალებების წონააღმდეგ, რაც თავისთავად ხელს უშლის საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციისა და ალტერნატიული აზრის მიწოდებას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი მედია საშუალებების მუშაობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სარჩევნო პერიოდში.

"მიგვაჩია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ეჭქვეშ დააყენებს 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩატარებას. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრად შეაფასონ აღნიშნული მოქმედება, რათა უმოკლეს დროში უზრუნველყოფილ იქნეს დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება", - აღნიშნავს კოალიცია.


წყარო:http://ghn.ge
ბეჭდვა