ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს
02 აგვისტო, 2012 წ.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩვნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩის აქციები გამორიცხული არ არის.

" ბაჩუკი ქარდავას განცხადება არ მინახავს, თუმცა გეტყვით, რომ ყველა განცხადების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა. ჩვენ გვაქვს ორი თვე, რომ ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამ გეგმით ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ და თქვენ ამის მომსწრე ხართ და ვაგრძელებთ ჩვენი გეგმით მუშაობას. ჩვენი მიზანია, აბსოლუტურად მშვიდობიანად, დემოკრატიულად, სამართლიანად გავიმარჯვოთ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და არანაირი ექსცესი არ მოხდეს. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებაც იგივეს ფიქრობს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში. თუ, ეს ასე არ მოხდა, ქუჩაში გამოსვლა ჩვენი კონსტიტუციურად მონიჭებული უფლება და შეიძლება ეს უფლებაც გამოვიყენოთ, ამას არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვერ გამოვრიცხავ", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" რუსეთის საქართველოში შემოჭრის საფრთხეს ხედავს და მიაჩნია, რომ ამის საფუძველს "ქართული ოცნება" ქმნის.

წყარო:http://ghn.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა