„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე ენმ-ის სხვა ლიდერი უნდა იქნას არჩეული.
როგორც აკაკი მინაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის როლის და ჩართულობის ხაზგასმის მიზნით სიმბოლურად ღიად დავტოვეთ (სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო, ვინაიდან მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს), უნდა იქნას არჩეული ენმ-ის სხვა ლიდერი.
პრეზიდენტ სააკაშვილმა და ენმ-ის ახალგაზრდა და ნიჭიერმა გუნდმა მოახერხა ახალი, წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს იყო ერთი სულისკვეთებით და საერთო ენერგიით შეპყრობილი ადამიანების ძალისხმევის შედეგი. მაგრამ ერთი რამე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მხოლოდ მან მოახერხა სხვადასხვა ხასიათის, უნარების, შესაძლებლობების, მსოფლმხედველობის ადამიანების გაერთიანება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კალაპოტში მიქცევა. მოხდებოდა „ვარდების რევოლუცია“ და შემდგომი ფუნდამენტური ცვლილებები პრეზიდენტ სააკაშვილის არ არსებობის პირობებში? ვეჭვობ რომ არა. გუნდის სხვა ნებისმიერი წევრის არ არსებობის პირობებში? კი, მოხდებოდა.
მყარი დემოკრატიულ ტრადიციების და მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სახელმწიფოებშიც კი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმატება დიდ წილად ლიდერებსა და მათ უნარებზეა დამოკიდებული. მით უფრო გადამწყვეტია ლიდერის ხედვა, ენერგია, იდეა საქართველოში, სადაც შვიდ მილიარდიანი რუსული გავლენის ოლიგარქი უპირისპირდება სახელმწიფოს და მისი განვითარების პერსპექტივებს.
პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ახალი ლიდერების აღმოჩენით და ხელშეწყობით არის მუდმივად დაკავებული, და მაინც, სხვების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, დღეს საქართველოში და არამარტო მისი მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის.
ამავე დროს სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო და არის განახლების, ტრანფორმაციის, ინოვაციის, მრავალფეროვნების და ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მოტივატორი და ბევრი მითის და ლეგენდის მიუხედავად ყოველთვის ღიაა განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების და მიდგომების მიმართ.
ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ წინასწარ ვერ განვჭვრიტეთ ივანიშვილის გაყალბების ხარისხი და მოცულობა. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ პარტიული თანამდებობების კომპლექტაციაზე ვიფიქროთ, ჩვენ მუდმივად უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოსახლეობას, დავაინტერესოთ და მოვიზიდოდ ახალი ადამიანები, ვემზადოთ შემდეგი არჩევნებისათვის და ვიფიქროთ ხმების დაცვის მექანიზმებზე. უნდა გვესმოდეს ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით“, - წერს „ფეისბუქის“ გვერდზე აკაკი მინაშვილი.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები