ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ანი მიროტაძე - ”ქართული ოცნების” და ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ფულს იხდიდნენ, რომ ჩემთვის მხარდამჭერებს ხმა არ მოეცათ
 ანი მიროტაძე - ”ქართული ოცნების” და ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ფულს იხდიდნენ, რომ ჩემთვის მხარდამჭერებს ხმა არ მოეცათ
25 ოქტომბერი, 2016 წ.
ჭიათურის 56-ე ოლქში, ”ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი მიროტაძე ”ქართულ ოცნებასა” და ”თავისუფალ დემოკრატებს” მისი ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.

ანი მიროტაძე ჭიათურაში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ სულხან მახათაძისა და ”თავისუფალ დემოკრატების” კანდიდატ თეიმურაზ გაფრინდაშვილის ურთიერთბრალდებებს ”ინტერპრესნიუსთნ ”გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ორივე კანდიდატი მართალია, როდესაც ერთი მხრივ საუბარია ამომრჩეველთა დაშინებაზე, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის მოსყიდვაზე.

მიროტაძის ინფორმაციით, სახელისუფლო კანდიდატი და ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს მოსახლეობის დასაშინებლად.

”ხელში სიები უჭირავთ, ღამღამობით ოჯახებში შედიან და მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან”, - აღნიშნა ანი მიროტაძემ, რომელიც ინტერესედება, საიდან აქვს ”ქართული ოცნების” კოორდინატორებს კონფიდენციალური ინფორმაცია სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული პირების შესახებ.
მისი ინფორმაციით, სახელისუფლებო კანდიდატი გამგებელი სულხან მახათაძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის პროტეჟეა და მხოლოდ ამის გამო იყო გამგებელი.

”ინგრევა ეს რაიონი და არაფერი იქ არ გაკეთებულა. სულხან მახათაძე მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამგებელი იყო”, - აღნიშნა ანი მიროტაძემ სახელისუფლებო კანდიდატზე საუბრისას.

რაც შეეხება ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელს, ანი მიროტაძის ინფორმაციით, თეიმურაზ გაფრინდაშვილის უკან იდგა და მას ფინანსური რესურსით ეხმარებოდა კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზი”.

”გაფრინდაშვილი არის ჩვეულებრივი მემარგანეცე. წლების განმავლობაში დაკავებული იყო მარგანეცის მოპოვებით. თხრიდა და ამოჰქონდა მარგანეცი. ეს არის მისი ბიზნეს -საქმიანობა. ნამდვილად არიგებს ფულს. 8 ოქტომბრის ღამეს, ყველა ჩემი მხარდამჭერის ოჯახში შევიდნენ ორივე კანდიდატის შტაბის წევრები და ორივე მხარემ დაარიგა იმ ღამეს ფული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამით მოახერხეს მოსყიდვა. მე მქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი. ”ქართული ოცნების” და ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები შედიოდნენ ოჯახ-ოჯახ და იხდიდნენ ფულს, რომ ჩემთვის ხმა არ მოეცათ”, - აღნიშნა ანი მიროტაძემ.

”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლის თქმით, ჭიათურა ინგრევა, მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია და ყოველი მეათე ადამიანი უკურნებელი სენით არის დაავადებული.

”დღეს ჭიათურას არჩევანის გაკეთება უწევს ორ ძალიან ცუდ კანდიდატს შორის”, - დასძინა ანი მიროტაძემ.

8 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში ჭიათურის 56-ე მაჟორიტარულ ოლქში ”ქართული ოცნების” კანდიდატს სულხან მახათაძეს ხმების 34.33% აქვს მიღებული, ხოლო, ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელს თეიმურაზ გაფრინდაშვილის - 19.1 %. ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა პროკოფ ჩიკვილაძემ ხმების 16.85% მიიღო, ხოლო ”ეროვნული ფორუმის” კანდიდატმა ანი მიროტაძემ 13.31% მოაგროვა.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი სულხან მახათაძეს მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მეორე ტურში არჩევნების მოგებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით აპირებს, ასევე ადგილი აქვს სამართალდამცავების მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლას. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კი, ,,თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებს ბრალს.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: write failed: Disk quota exceeded (122) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.78086119440JSession->__destruct( )../session.php:0
20.78086119440JSession->close( )../session.php:135
30.78086119488session_write_close ( )../session.php:529

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/opt/alt/php53/var/lib/php/session) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.78086119440JSession->__destruct( )../session.php:0
20.78086119440JSession->close( )../session.php:135
30.78086119488session_write_close ( )../session.php:529