ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
აკმამედ იმამკულიევი - 30 ოქტომბერსაც აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულში 80 %-იან მხარდაჭერას მივიღებთ
 აკმამედ იმამკულიევი - 30 ოქტომბერსაც აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულში 80 %-იან მხარდაჭერას მივიღებთ
24 ოქტომბერი, 2016 წ.
30 ოქტომბერსაც ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულის მუნიციპალიტეტში 80%-იან მხარდაჭერას მივიღებთ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა ჟურნალისტებს # 48-ე საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების შეფასებისას განუცხადა.
როგორც იმამკულიევმა განმარტა, აღნიშნულ უბანზე მან განმეორებითი კენჭისყრა მოიგო.
”სამწუხაროდ, პირველ ტურში ჩვენ ვერ მოვიპოვეთ დეპუტატის მანდატი, მაგრამ მეორე ტურში ამაზე უფრო მეტი ხმით მოვიპოვებთ გამარჯვებას. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ 8 ოქტომბერს რაც მოხდა ამ უბანზე, იყო ”ქართული ოცნების” მიერ გამოწვეული პროვოკაცია. 30 ოქტომბერს ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულის მუნიციპალიტეტში 80%-იან მხარდაჭერას მოვიპოვებთ”, - განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე იმამკულიევმა 378 ხმა მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა თეიმურაზ ნავერიანმა - 307 ხმა.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა