ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ანი მიროტაძე -”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი ჭიათურაში, მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ”ოცნებაში” გადაპორტირდება
 ანი მიროტაძე -”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი ჭიათურაში, მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ”ოცნებაში” გადაპორტირდება
21 ოქტომბერი, 2016 წ.
”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე დღესვე დაწერს განცხადებას და ”ქართულ ოცნებაში” გადაპორტირდება. ამის შესახებ მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტურში არჩევნებზე წასვლას არ გეგმავს, ვინაიდან მხარს ვერ დაუჭერს ვერც ერთ კანდიდატს. მიროტაძის თქმით, ჭიათურას ორ ცუდ კანდიდატს შორის უწევს არჩევანის გაკეთება და ის მხარს ვერავის დაუჭერს.

”ჭიათურის რაიონი არის კლასიკური მაგალითი იმის თუ როგორ იბრძვის სისტემა და როგორ იყენებს შეჭირვებულ ადამიანებს, როგორ ახორციელებს ზეწოლას, როგორ აშანტაჟებენ ადამიანებს, რომ შესაძლოა მოუხსნან სოციალური დახმარება. ბევრი ოჯახი ვიცი რომელსაც სხვა შემოსავალი არ აქვს და დამოკიდებულია აღნიშნულ მინიმალურ დახმარებაზე, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებს. სოციალური დახმარების გამოყენება ხდება ისე, რომ ვისაც არ აქვს სოციალური დახმარება, დაენიშნება. იმედი მაქვს, შეასრულებენ ამ დანაპირებს. ასევე ყველა დასაქმებული ადამიანი, მისი ოჯახის წევრი არის ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი, რადგან აშანტაჟებენ მათ რომ დაატოვებინებენ სამსახურებს იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლების კანდიდატს არ დაუჭერენ მხარს. ეს ხდებოდა სკოლებში, ბაღებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელზეც ზეგავლენა აქვს სახელმწიფო უწყებებს. და მეორე მომენტი, ჭიათურაში ხდება მარგანეცის მოპოვება, ეს ყველამ იცის. ქალაქს სიმდიდრე აქვს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული, დანგრეული, განადგურებული რაიონი. ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან სიცოცხლის გადარჩენისთვის, დილიდან დილამდე, დაღამებიდან დაღამებამდე და ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა კარგად გამოიყენა და მოახერხა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამგებელი ახლაც არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის და დარწმუნებული ვარ, მოიპოვებს კიდეც”, - განაცხადა ანი მიროტაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლების კანდიდატი ჭიათურაში სულხან მახათაძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის პროტეჟეა და არჩევნებში სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა მხარდაჭერა.

რაც შეეხება არჩევნებზე წასვლა-არწასვლის საკითხს, მიროტაძემ შესაბამის კითხვას უპასუხა, რომ მხარს ვერც ერთ კანდიდატს ვერ დაუჭერს, ვინაიდან ჭიათურას ორ ცუდ კანდიდატს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. მიროტაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს ბოლო არჩევანია როცა მის ქალაქში მსგავსი რამ ხდება. ანი მიროტაძე გეგმავს, რომ მედიის წარმომადგენელბთან ერთად ჭიათურაში ჩავიდეს და იქ არსებული პრობლემები საზოგადოებას გააცნოს.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა