ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ალი ბაბაევი ყიზილაჯლოს ინციდენტის ორგანიზებაში ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ბურჭულაძის პარტიის კანდიდატებს ადანაშაულებს
 ალი ბაბაევი ყიზილაჯლოს ინციდენტის ორგანიზებაში ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ბურჭულაძის პარტიის კანდიდატებს ადანაშაულებს
16 ოქტომბერი, 2016 წ.
მარნეულის ინციდენტში მონაწილე ადამიანები,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის, ასევე ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატის, ისტრაფილ ბაირამოვის, დავალებებს ასრულებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა ,,პალიტრანიუსის” გადაცემა ,,360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

ბაბაევის განცხადებითვე, ,,ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის რაიონულ ორგანიზაციას პარტიის ლიდერები სტუმრობდნენ და მათ მომხრეებს სამოქმედო გეგმას აცნობდნენ. მისივე თქმით, მოსალოდნელ პროვოკაციებზე არჩევნებამდე 15 დღი ადრე ჰქონდა ინფორმაცია.

,,არჩევნებამდე 15 დღით ადრე მქონდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაციები. ამის შესახებ, როგორც ქართულ, ასევე აზერბაჯანულ მედიასაშუალებებშიც გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს. ყიზილაჯლოში მომხდარ მოვლენებში, ძირითადად 13-14 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. მარნეულის ინციდენტში მონაწილე ადამიანები ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის, ასევე, ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატის, ისტრაფილ ბაირამოვის დავალებებს ასრულებდნენ.

მე მოვისმინე განცხადებები, რომელიც შემდგომ იმამკულიევის მხრიდან გაკეთდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადამინი, რომელიც გაწვრთნა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” და მას შეუძლია შოუების დადგმა. ჩემი ინფორმაციით, მარნეულში დადიოდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და ეუბნებოდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ“, - განაცხადა ალი ბაბაევმა.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა