საზოგადოებრივი დამცველის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოსა“ და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელები, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს საარჩევნო საკითხებში ვანია ანგუელოვას შეხვდნენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საზოგადოებრივი დამცველის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეუთო-ს წარმომადგენელს სრული ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთ საარჩევნო პროექტებზე და დღეისთვის არსებული საარჩევნო გარემოს შესახებ.
”მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ გაცვალეს ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც გრძელვადიანი მონიტორინგის შედეგებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობებისა და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის საკითხებს, რასაც მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები და აქტივობები.
მნიშვნელოვანი განხილვის საგანი გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა არჩევნების დღისთვის და ის პრობლემები, რაც მათ შეიძლება შეექმნათ ხმის მიცემისას.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააგრძელებენ კოორდინაციას, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდეგ პერიოდში”, - ნათქვამია საზოგადოებრივი დამცველის განცხადებაში.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები