ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ნაციონალური მოძრაობა" - ზურაბ პატარაძის ქმედებაში კორუფციული ნიშნები იკვეთება
 "ნაციონალური მოძრაობა" - ზურაბ პატარაძის ქმედებაში კორუფციული ნიშნები იკვეთება
23 სექტემბერი, 2016 წ.
"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისების დროს საკითხის შეუსწავლელობაში ადანაშაულებს. როგორც აჭარის მათვრობის სახლთან გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, 14 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. მირდატ ქამადაძის განცხადებით, პირდაპირი მიყიდვის წესით აჭარის მთავრობამ გაასხვისა სამი მნიშვნელოვანი ობიექტი, რაშიც კორუფციული ნიშნები იკვეთება. ქამადაძე ამბობს, რომ მსხვილი ინვესტიციის პოტენციალის მქონე ობიექტები მხოლოდ აუქციონის წესით და ძვირად უნდა გაიყიდოს.

"თვენახევრის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მოვლენილმა ბატონმა პატარაძემ პირდაპირი მიყიდვის წესით, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, გაასხვისა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა ბათუმში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარე დელფინარუმის წინ არსებული ტერიტორია, მახინჯაურში მდებარე ე.წ პანსიონატი მზიურის შენობა და გოგირდის აბანოები. ეს ყველაფერი მოხდა პირდაპირი მიყიდვის წესით როცა ამის აუცილებლობა არ არსებობდა. მაშინ როცა პატარაძე ყველა შეხვედრაზე მოსახლეობას ეუბნება, რომ გაერკვევა ამა თუ იმ საკითში და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას, რატომღაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ საკითხი არც შეუსწავლია. ვფიქრობთ, აქ არის კორუფციული ნიშნები და წაგებისთვის განწირული მთავრობა ასწრებს მნიშვნელოვანი ობიექტები გაასხვისოს და ნახოს პირადი სარგებელი. ვითხოვ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას", - აღნიშნა მირდატ ქამადაძემ. საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა