ბათუმის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი კირთაძე ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. კირთაძე ერმაკოვის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტისთვის ორმილიონნახევარი ლარის დამატების მოთხოვნას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას საარჩევნო კოდექსი კრძალავს. გიორგი კირთაძე ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეუერთდნენ იმპიჩმენტის საკითხს და გიორგი ერმაკოვი თანამდებობიდან გადააყენონ.
"ბათუმის მერმა ბათუმის საკრებულოს სთხოვა დახმარება ამომრჩევლის მოსყიდვაში. მან ბათუმის ბიუჯეტში შეიტანა ცვლილება, რომლითაც ის გეგმავს ორმილიონნახევარი ლარი დაამატოს ბათუმის ბიუჯეტს. ჩვენ ვიწყებთ პროცედურას გიორგი ერმაკოვის იმპიჩმენტის საკითხზე და მინდა მოვუწოდო იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლებიც არიან ბათუმის საკრებულოში, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ უუნარო, არაფრისმკეთებელი და საეჭვო კორუფციულ გარიგებებში შემჩნეული გიორგი ერმაკოვი გავუშვათ სახლში", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
კირთაძე იმპიჩმენტის პროცედურაზე კონსულტაციებს საკრებულოს დეპუტატებთან დღეს დილიდან დაიწყებს. "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას ბათუმის მერიაში პასუხობენ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოიყო. არჩილ ვანაძის განცხადებით, სტიქიის მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს საბიუჯეტო ცვლილებას კანონმდებლობა გამონაკლისის სახით უშვებს და აღნიშნული შემთხვევა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას არ წარმოადგენს.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები