საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს, სანდრა კალნიეტეს (ლატვია, EPP) და ანდრეი გრჟიბმას (პოლონეთი, EPP) შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
მათი ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებას და მზაობას, უზრუნველყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
”შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული მნიშვნელოვან პროგრესს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს მხარდაჭერისთვის”, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე დაესწრნენ.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები