ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
IRI-ს პროგნოზით, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური
 IRI-ს პროგნოზით, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური
15 სექტემბერი, 2016 წ.
IRI-ს პროგნოზით, არჩევნები იქნება კონკურენტული ყველა დონეზე და ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია წინასაარჩევნო კამპანიის გარემო საქართველოში. ანგარიში ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში [1-25 აგვისტო] საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, თუმცა დასტურდება ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები.

„წინასაარჩევნო კამპანიის გარემო განისაზღვრა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, როგორც მშვიდი და მიზანმიმართული, განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შეიძლება იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის. სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენება გულისხმობს სახელმწიფო მოხელეების იძულებას (მასწავლებლების, საჯარო მოხელეების, და სხვა), მხარი დაუჭირონ პარტიას, დაესწრონ მის აქციებს ან ხმა მისცენ „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“; აღინიშნება იმ საჯარო მოხელეების დაშინება, რომლებიც აღიქმებიან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად; ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების გავლენის გამოყენება ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობის შეზღუდვის მიზნით. ამგვარი არაოფიციალური საჩივრები ყველაზე ხშირი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან. ფიქსირდებოდა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და შევიწროების ფაქტები, ოფისების წინააღმდეგ განხორცილებული ვანდალიზმის ფაქტები, ცეცხლის გაჩენა, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლება და სხვა სადამსჯელო ზომები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ან ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული საჩივრები არ იქნა დამტკიცებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან შესაბამისი სასამართლოების მიერ და ისინი არ შეესატყვისება სხვა ოპოზიციური პარტიების ანგარიშების უმეტესობას. თუმცაღა, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს კამპანიის მიზნებისათვის და ახდენს საჯარო მოხელეების მიმართ ზეწოლას და დაშინებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასახულია დაკვირვება, რომ პრორუსული პარტიები კვლავ სუსტი რჩება, თუმცა მიუხედავად ანტიდასავლური განწყობისა, მათ მაინც მოიპოვეს გარკვეული მხარდაჭერა მკვეთრად პროდასავლურ გარემოში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გადასინჯვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრებაში. თუმცა, პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა ახალი საზღვრების პირობებში.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« აპრილი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30