ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"მრეწველები” ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
 "მრეწველები” ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
12 სექტემბერი, 2016 წ.
საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადწყვეტილებას, მათი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემლაძემ განუცხადა, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ტენდენციური და არასამართლიანია.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თამარ ჟვანიას NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ტენდენციურია და ის პირდაპირ არღვევს კანონს. წინა დღეს, ცესკოს თავმჯომარემ სხვადასხვა მედიასაშუალებით გააჟღერა ინფორმაცია, რომ 29 პოლიტიკური პარტიიდან, 28 პარტიამ რეგისტრაცია წარმატებით გაიარა, ამ 28 პარტიაში ვიყავით ჩვენც, თუმცა მეორე დღეს, დილით, 08 საათზე ვიგებთ, რომ მოხსნილი ვართ რეგისტრაციიდან. არგუმენტი, რომ ჩვენ არ წარვადგინეთ სიითი შემადგენლობა, მტკნარი სიცრუეა.

შეხვედრა მქონდა ცესკოს თვმჯდომარესთან და ვკითხე, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მითხრა, რომ დაურეკეს NDI- დან და IRI-დან. დავინტერესდდი, თუ რა უფლებით დაურეკეს, რაზეც ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი. ამით არაფრის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ამ ყველაფერმა გამიჩინა კითხვის ნიშნები.

მიღებულ გადაწყვეტილებაში არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, ამ ეტაპზე ჩვენი იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მათი შესწავლა და უფრო დეტალურად მოგვიანებით შემეძლება საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,” - განაცხადა ზურაბ ტყემელაძემ.

საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” 2016 წლის 8 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულებაში ცესკო განმარტავს, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: write failed: Disk quota exceeded (122) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.84046101848JSession->__destruct( )../session.php:0
20.84046101848JSession->close( )../session.php:135
30.84046101896session_write_close ( )../session.php:529

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/opt/alt/php53/var/lib/php/session) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.84046101848JSession->__destruct( )../session.php:0
20.84046101848JSession->close( )../session.php:135
30.84046101896session_write_close ( )../session.php:529