"მემარცხენე ალიანსის" ლიდერები - კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი თიანეთის მოსახლეობას შეხვდნენ და მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს.
დაბა თიანეთის პარკში, პარტიის თავჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი არჩემაშვილი წარადგინეს.
ლიდერებმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პარტიის მიერ გაკეთებული საქმეები და სამომავლო გეგმები.
„განსაკუთრებით ხაზი გაესვა თიანეთის რაიონის პრობლემებს, რომლებიც ბევრი არაფრით განსხვავდება სხვა რაიონების პრობლემებისაგან, მაგრამ მთავარი მაინც უმუშევრობის პრობლემაა. რაიონში არ არსებობს არც ერთი მსხვილი და საშუალო საწარმო, სადაც დასაქმდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წამოადგენს დამსვენებლებისგან მიღებული შემოსავალი, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული სეზონის დროს. დანარჩენ დროს აქ მცხოვრებლები სამუშაოდ ან დედაქალაქში ან საზღვრებს გარეთ იმყოფებიან, რის გამოც თიანეთი მთიანი მოსახლეობის მიგრაციის და დაცლის პირას არის მისული.
პარტიის თავჯდომარე კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი არჩემაშვილი არის უაღრესად განათლებული, საკუთარ მხარეზე და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი. პარლამენტში არჩევის შემთხვევაში ის იქნება ღირსეული კანონმდებელი და მუხლჩაუხრელად იღვაწებს მთის პრობლემების მოსაგვარებლად.
პარტიის გენერალურმა, მდივანმა სოსო შატბერაშვილმა კი განაცხადა, რომ ყველა დაპირება , რომელიც პარტიის მიერ არის წარდგენილი, არის შესრულებადი“, - აცხადებენ პარტიაში.
მათივე ცნობით, თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრამ „უაღრესად კორექტულ და გულწრფელ ვითარებაში ჩაიარა“. შეხვედრის დასასრულს პარტიის ხელმძღვანელებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, არჩევნებში მხარი დაუჭირონ გიორგი არჩემაშვილს და "მემარცხენე ალიანსს", რითაც, მათივე თქმით, ისინი მხარს დაუჭერენ ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები