ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ბოლნისელებსაც გვკითხონ, რას ვფიქრობთ და რა გვინდა"
  "ბოლნისელებსაც გვკითხონ, რას ვფიქრობთ და რა გვინდა"
17 დეკემბერი, 2014 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

"მსურს გამოვხატო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დამოკიდებულება უკანასკნელ დღეებში ჩვენს რაიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, კომპანია „არემჯიმ“ განაახლა საქმიანობა საყდრის-ყაჩაღიანზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე.

"არემჯის" შენატანები შეადგენს რაიონის ბიუჯეტის 85 პროცენტს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 3000 ადგილობრივი მცხოვრები. ამიტომაც კომპანიის მიერ საქმიანობის სრული სიმძლავრით განახლება აღიქმება იმის წინაპირობად, რომ ათასობით ადგილობრივ ოჯახს ექნება გარანტირებული შემოსავალი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

წარმოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ მუშაობა განაახლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი. თუმცა, რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი არის ძალიან მგრძნობიარე, მინდა ვთხოვო ყველას, რომ ნებისმიერ დიკუსიაში გათვალისწინებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენც გვკითხეთ. რა გვინდა“, - განაცხადა მეშველიანმა.

pia.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა