ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ქუჩების სახელდების გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავების დოკუმენტს მოეწერება ხელი
  ქუჩების სახელდების გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავების დოკუმენტს მოეწერება ხელი
16 დეკემბერი, 2014 წ.
დღეს თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

დოკუმენტს, რომელიც ქუჩების სახელდების გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნულ კამპანიაში მუნიციპალიტეტების ჩართულობას ისახავს მიზნად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა მოაწერენ ხელს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქუჩების სახელდების დროს იმ გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა საზოგადოებრივ მეხსიერებაში ფაქტიურად დავიწყებულები არიან. ზემოთაღნიშნული პოლიტიკის შემუშავების მიზანი გენდერული თანასწორობის პრინციპების საზოგადოებრივ პოლიტიკაში გატარება და ურბანული დაგეგმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობაა.

მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად მოეწყობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის „50 ქალი საქართველოდან“ გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საზოგადო მოღვაწე ქალების ფოტოები და მათი ბიოგრაფიები. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ, რის შემდეგაც დაგეგმილია რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის „სადა ხარ ჩემო სულიკო?“ ჩვენება.

pia.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« აპრილი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30