ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
  „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
12 დეკემბერი, 2014 წ.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებმა გიორგი კობახიძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი უფლება-მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მისი მიზანი არ არის ხელოვნური კონფრონტაციის გამოწვევა პარტიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, თუმცა თავს ვალდებულად თვლის მიუთითოს დავით უსუფაშვილს, რომ მისი ქმედება როგორც მინიმუმ, არაკოლეგიალურია.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2 თვის წინ ნინო ბურჯანაძის ხელმოწერით გაიგზავნა ოფიციალური წერილი ბატონი უსუფაშვილის სახელზე, რომლითაც მის მიერვე ხელმოწერილი დადგენილების შესაბამისად, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ როგორც კვალიფიციური სუბიექტი მოითხოვდა საუთარი წარმომადგენლის დანიშვნას სახელმწიფო საკონსტიტურიო კომისიაში დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით.

„ჩვენ ხელთ გვაქვს 8 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომელიც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ გაიგზავნა საქართველოს პარლამენტში დავით უსუფაშვილის სახელზე და მიუხედავად იმისა, რომ 2 თვეა გასული, იმდენად არაორგანიზებული და უნიათოა დღევანდელი ხელისუფლება, რომ ყველა ადმინისტრაციული ვადა დარღვეულია, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
დაბეჯითებით მოვითხოვთ ბატონი უსუფაშვილისგან, გაგვცეს პასუხი თუ რატომ ფერხდება პირველ რიგში ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და ამავე დროს რატომ ჭიანურდება კვალიფიციური სუბიექტების წარდგენის პროცედურა, კერძოდ ჩემი, დიმიტრი ლორთქიფანიძის გაწევრიანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლად“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

გიორგი კობახიძის განცხადებით, დღეს მოქმედი ხელისუფლება თავად აღიარებს, რომ კონსტიტუცია, რომელიც 2010 წელს იქნა მიღებული, მოითხოვს ძირეულ გადასინჯვას. როგორც იქნა, ეს კომისია შედგა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, რადგან პრაქტიკულად კომისია არ მუშაობს.

„ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა არის „ქართული ოცნების“ შემადგენლობის დაბალი პროფესიონალიზმი, რომელიც მოუმზადებელი შეხვდა ხელისუფლებაში მოსვლას, მეორე -პასუხისმგებლობის დეფიციტი და მესამე - პოლიტიკური ნების არქონა, რადგან აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს სააკაშვილის კონსტიტუციის თავის თავზე მორგება. ყველაფერს ამას აგვირგვინებს ის, რომ მას შემდეგ რაც ამოქმედდა „სამი მეოთხედის“ ქვორუმი, ესეც კომფორტულად მოირგეს რადგან წინასწარ იციან, რომ კონსტიტუციაში ვერ გავა ის დებულებები, რომელიც არ აწყობს ერთის მხრივ „ქართულ ოცნებას“ და მეორეს მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ენიჭება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, ის უძლურია ან მიზანმიმართულად არ აკეთებს იმას, რომ გადაწყვიტოს თუნდაც ტექნიკური საკითხები. როგორც ჩანს, მას აქვს მიზანი, რომ შეაფერხოს მუშაობა და საქართველო არ გადავიდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“- განაცხადა გიორგი კობახიძემ.

pia.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: write failed: Disk quota exceeded (122) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.82006110752JSession->__destruct( )../session.php:0
20.82006110752JSession->close( )../session.php:135
30.82006110800session_write_close ( )../session.php:529

( ! ) Warning: session_write_close() [<a href='function.session-write-close'>function.session-write-close</a>]: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/opt/alt/php53/var/lib/php/session) in /home/ivote/public_html/libraries/joomla/session/session.php on line 529
Call Stack
#TimeMemoryFunctionLocation
10.82006110752JSession->__destruct( )../session.php:0
20.82006110752JSession->close( )../session.php:135
30.82006110800session_write_close ( )../session.php:529