ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
საკრებულოში მერიის ეკოლიგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ პროექტზე იმსჯელეს
  საკრებულოში მერიის ეკოლიგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ პროექტზე იმსჯელეს
11 დეკემბერი, 2014 წ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა გამწვანების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტი წარადგინა.

დოკუმენტში დეტალურად იყო აღწერილი საპროექტო ფართობისა და საზღვრების დაზუსტება, ტერიტორიის ბუნებრივი პირობების დახასიათება და მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული ღონისძიებების შემუშავება.

კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილისა და დეპუტატების ერთსულოვანი თანხმობის საფუძველზე პროექტში მცირეოდენი ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც მას კენჭისყრის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დადებითი რეკომენდაცია მიეცა. დეპუტატებმა სხდომაზე ასვევე თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ხეების გასხვლას, გადაბელვასა და მოჭრის მომსახურებას ეხებოდა.

სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიის წევრებს თბილისის მერიის არასამეწარმეო იურიდული პირის (აიპ) „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დაფუძნების შესახებ წარდგინების დებულება გააცნეს და აღნიშნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად თეიმურაზ ფხალაძის კანდიდატურა წარადგინეს.

კომისიაზე განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება გატანილი.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა