"ნაციონალური მოძრაობა" ეფექტური იყო ცუდშიც და კარგშიც, ესენი საერთოდ ვერ გაიგებ, რა არიან"
  "ნაციონალური მოძრაობა" ეფექტური იყო ცუდშიც და კარგშიც, ესენი საერთოდ ვერ გაიგებ, რა არიან"
11 დეკემბერი, 2014 წ.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წარმოუდგენელი ნონსენსია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება წარმატებაა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერ ცუდში თანდათან, "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსება. იმაში, რაშიც შედარებით უკეთესი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, რაღაცით დამსგავსებოდნენ, იმაში ნამდვილად არ ემსგავსებიან. "ნაციონალური მოძრაობა" ეფექტური ხელისუფლება იყო ცუდშიც და კარგშიც, ესენი საერთოდ, ვერ გაიგებ, რა არიან. აბსოლუტურად არაეფექტური და უმოქმედო ხელისუფლებაა. არ ვარ მომხრე, რომ ყველაფერი მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში წარმოვაჩინო, "ნაციონალური მოძრაობის" დროს რაღაც კეთდებოდა, არა იმდენი, რასაც ისინი აცხადებდნენ, არა ისე კარგად, როგორც ფასადებად აჩვენებდნენ, მაგრამ გარკვეული მოძრაობა ქვეყანაში ნამდვილად იყო",- განაცხადა ბურჯანაძემ "ობიექეტივის" ეთერში.

pia.ge
ბეჭდვა