ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
„არასწორია მოსაზრებები, თითქოს ათვისებები დეკემბერში ხდება“
  „არასწორია მოსაზრებები, თითქოს ათვისებები დეკემბერში ხდება“
10 დეკემბერი, 2014 წ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განმარტებით, მის უწყებას ბიუჯეტის 81% აქვს უკვე ათვისებული.

როგორც შავლიაშვილმა მთვრობის სხდომაზე განაცხადა, სამინისტროს ბიუჯეტი 936 მილიონი ლარია, ხოლო დახარჯულია 755 მილიონი ლარი.

„ნოემბრის მაჩვენებლით 755 მილიონი უკვე დახარჯული გვაქვს. ეს ბიუჯეტის დაახლოებით 81%-ია. წლის ბოლომდე დამატებით 130-140 მილიონამდე ლარის დახარჯვას ვგეგმავთ და ათვისების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 95%-მდე გაიზრდება. 93%-ზე მეტი რეალურ თანხასთან არასდროს ყოფილა ათვისება და კორექტირების შემდეგ ხდებოდა 97-დან 100%-მდე ასვლა. არასწორია მოსაზრებები, თითქოს დეკემბერში ხდება ათვისებები. სექტემბერში ჩვენ 100 მილიონი დავხარჯეთ, ოქტომბერში 125, ნოემბერში 123 მილიონი“, - განაცხადა შავლიაშვილმა.

pia.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა