"საჩუქარი გინდა მიართვა ღარიბაშვილს? რას აკეთებ, არ გრცხვენია"-ხმაური მარნეულში
	"საჩუქარი გინდა მიართვა ღარიბაშვილს? რას აკეთებ, არ გრცხვენია"-ხმაური მარნეულში
05 ივნისი, 2014 წ.
ხმაური მარნეულის საოლქო კომისიასთან უახლოს წუთებში გაირკვევა მოხსნის თუ არა საოლქო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. ცნობილია, რომ კანდიდატთა რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა დღეს 18.00 საათზე იწურება და თუ დოკუმენტს ხელს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მითითებული დროის დაცვით არ მოაწერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.

„საჩუქარი გინდა მიართვა ღარიბაშვილს? რას აკეთებ, არ გრცხვენია?“,-მიმართა გიგი უგულავამ მანეულის საოლქო-საუბნო კომისიის თავმჯდომარეს კობა ასანიძე, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პლიტიკურად მოტივირებული არ არის. „ამ კანდიდატს საქართველოში ორი წელი არ უცხოვრია“,-განაცხადა ასანიძემ

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=27163
ბეჭდვა