ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
პოლიტიკა ოზურგეთის მერობის კანდიდატები ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ
  პოლიტიკა ოზურგეთის მერობის კანდიდატები ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ
29 მაისი, 2014 წ.
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა "აირჩიე ქალაქის მერი", რომელიც ხორციელდება USAID-ის და IFES-ისმხარდაჭერით. ქალაქ ოზურგეთის მერობისკანდიდატების საჯარო შეხვედრა ქალაქის მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიისწარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შედგა.

შეხვედრის მიზანი იყო მერობის კანდიდატების, მათი პროგრამებისა და შეხედულებების საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობა.

შეხვედრას ოზურგეთის მერობის ხუთი კანდიდატი: #3 ნინო ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიცია - კახა ჩავლეიშვილი; #5 ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ლევან გოგუაძე; #8 დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - შოთა გოგიბერიძე; #20 შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია - მირზა ჩხიკვიშვილი; #41 ბლოკი „ქართული ოცნება“ - ბეგლარ სიორიძე. შეხვედრა ოზურგეთის მერობის ქალმა კანდიდატმა, ირმა კვაჭანტირაძემ გახსნა, რომელიც სკაიპის საშუალებით თბილისიდან ჩაერთო.

ირმა კვაჭანტირაძე, ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია კუკავა-ჩიხლაძე": "ვარ ქალი და ვაზროვნებ როგორც მეუღლე და დედა, მამაკაცებზე მეტად მესმის და გულთან მიმაქვს ოჯახური და სოციალური პრობლემების სირთულე, მოქალაქეებისთვის ჩემთან კომუნიკაცია გაცილებით მარტივია. ამასთანავე, ვარ მოქმედი მენეჯერი, სტრატეგისტი, მაქვს საკუთარი კონსალტინგი და არაერთი კომპანია გამომიყვანია კრიზისული მდგომარეობიდან. შემიძლია განვაცხადო, რომ მაქვს ახლებური ხედვა და მიდგომა, ზუსტად ვიცი კვლევის, ბიუჯეტირების, დაგეგმვის, სტრატეგიული განვითარების და სწორი მართვის პრინციპები, ამ გამოცდილებას სტუდენტებსაც ვუზიარებ.

დროა, თამაშის ზოგიერთი წესი შეცვალოს და რიტორიკა საქმედ იქცეს."

შოთა გოგიბერიძე, "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი": "უმთავრესი პრობლემა ოზურგეთში და ასევე საქართველოში არის უმუშევრობა, ძალიან რთული თემა არის ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკა ისე არ იქოქება, როგორც საჭიროა. მე დიდი ხანი ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში და მახსოვს, ოცნება იყო სამსახურებში და ზოგადად სახელმწიფოებრივად ვინც აზროვნებდა იმ ადამიანებისათვის, რომ ბიუჯეტს ჰქონოდა ინვესტიციის ფუნქცია. მე ვფიქრობ ამის საშუალება ახლა იქმნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე უკვე დავიწყე საარჩევნო შეხვედრები და თითოეულ ჩემს ამომრჩეველს დეტალურად ვაცნობ ჩვენს საარჩევნო პროგრამას. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ხალხის პრობლემები."

ბეგლარ სიორიძე, ბლოკი „ქართული ოცნება“ - ბეგლარ სიორიძე: "ყველაზე მთავარი პრობლემა საქართველოში არის როგორ უნდა დავძლიოთ უმუშევრობა. მე მაქვს დიდი გამოცდილება ბიზნესში და აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი, როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა. მინდა ასევე ვთქვა იმ ფაქტზე, რომელზეც წინასაარჩევნოდ სპეკულირებს ზოგიერთი... რადგან მე თხილის ბიზნესში ვარ, ვინც არ იცის გეტყვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რაც მოდის დღეს თხილის ნედლეული, ადგილზე რჩება და გადამუშავდება მხოლოდ 10-12 %, დანარჩენი გადის მუნიციპალიტეტის გარეთ. ჩემი არჩევის პერიოდში კი ზუსტად იმას გავაკეთებ, რომ ადგილზე მოხდეს თხილის გადამუშავება და ბიზნესის განვითარებას შევუწყო ხელი. "

ლევან გოგუაძე, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ოზურგეთი უნდა განვითარდეს და ხვალინდელი მერმისი უკეთესი გვქონდეს, ამისთვის აუცილებელია დროულად დავდგეთ ერთად და იმ პრობლემების მოგვარება დავიწყოთ, რაც პირველ რიგში გასაკეთებელია. პირველ რიგში არის ინფრასტრუქტურული პროექტები განსახორციელებელი. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ჯანდაცვას და სოციალურ პროექტებს, ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღსაზრდელების მაქსიმალური დაფინანსება, რათა ჩვენი მომავალი უკეთესი იყოს. გასაგებია, რომ მე ექიმი ვარ, მაგრამ ძალიან დიდი ხედვები მაქვს ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით და ამის შესახებ ამომრჩეველს დეტალურად ვეუბნები და წაიკითხავს ჩემს საარჩევნო პროგრამაში."

კახა ჩავლეშვილი, "ნინო ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიცია" - კახა ჩავლეიშვილი: "ჩვენი მთავარი მიზანია თვითმმართველობა მივცეთ ხალხს და ქალაქს. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დგას ჩვენ ქალაქში და ზოგადად საქართველოში. სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის არ არის კომუნიკაცია, რომელიც მთლიანად არის გადაჭრილი და გადახერხილი. ჩვენ არავის არაფერს ვპირდებით იმაზე მეტს, რასაც ჭირდება კვალიფიკაცია, სინდისი და საკუთარი ქალაქის სიყვარული.

საჯარო სამსახურის მაძიებელი აუცილებლად უნდა ფიქრობდეს იმ სერიოზულ წნეხზე, რომელიც მასზე წამოვა საჯარო თანამდებობის მიღების შემდეგ, ეს არის როგორც პრესიდან, ასევე საზოგადოებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციიდან."

მირზა ჩხიკვიშვილი, "შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია": მე მინდა ვთქვა, რომ სოციალური ფონი არის საგანგაშო. ბავშვები ცოცხებით და კენჭებით თამაშობენ და ელემენტარული პირობები არ არის. მე კონკურენტებად არ ვთვლი ამ ადამიანებს, ესენი ჩემი თანამოქალაქეები არიან. ყოველი ხელისუფლების შეცვლის დროს მოდის მხოლოდ დაპირებები და მეტი არაფერი. არადა ქალაქს ჭირდება ისეთ მერი, რომელსაც იზრუნებს როგორც ხალხზე, ასევე ქალაქის განვითარებაზე. ჩვენ გვინდა განვითარება, ეს ლაპარაკით კი არ უნდა მოხდეს, ერთმანეთის თანადგომაა საჭირო. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ არის დაინტერესებული ადამიანების დასაქმებაში. ძალიან მძიმე სიტუაცია ამ კუთხით ქალაქში და ჩვენ სწორედ ამის გამოსწორებაზე გავაკეთებთ აქცენტს."

შეხვედრის მსვლელობის დროს საზოგადოების წარმომადგენლებმა მერობის კანდიდატებს კითხვები დაუსვეს, რაზეც კანდიდატებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მასალა მომზადებულია ორგანიზაციის – "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" , პროექტის – "აირჩიე ქალაქის მერი" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით.

http://www.gurianews.com/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა