"ქართულმა ოცნებამ" რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
 "ქართულმა ოცნებამ" რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
26 მაისი, 2014 წ.
საარჩევნო ბლოკმა "ქართულმა ოცნებამ" რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება 24 მაისს რუსთავში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოხდა.

"საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" ერთგულია მშვიდ და თავისუფალ გარემოში წინაარჩევნო კამპანიის ჩატარების პრინციპისა. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ არეულობასა და ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ასეთი შემთხვევები გამოწვეულია პოლიტიკური ოპონენტების პროვოკაციული ქმედებებით.

სწორედ ამიტომ, 24 მაისს რუსთავში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკმა რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სამწუხაროდ, ოპონენტების პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებას. ჩვენს მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა ხელი შეუწყონ წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. ასევე მოვუწოდებთ ოპონენტებსაც, თავი შეიკავონ დესტრუქციული გამოხტომებისგან, ჩადგნენ პოლიტიკური ბრძოლის კონსტრუქციულ რეჟიმში და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიიღონ ის შედეგი, რასაც ქართველი ხალხისგან იმსახურებენ", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge
ბეჭდვა