ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ქართულ ოცნებაში" შემავალი 4 პარტიის ანგარიშიდან ინკასოს გამო ბიუჯეტში 100 000 ლარზე მეტია წაღებული
16 აგვისტო, 2012 წ.
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი 4 პარტიის ანგარიშიდან ინკასოს გამო ბიუჯეტში 100 000 ლარზე მეტია წაღებული . – ამის შესახებ  "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოალიციაში შემავალი ექვსივე პარტია დააჯარიმა და მათგან ოთხი პარტიის - "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკური პარტიის", "კონსერვატიული პარტიის" და "ეროვნული ფორუმის" ანგარიშებს ინკასო დაადო.

"თუმცა ინკასო დაადო ძალიან საინტერესო მექანიზმით. როგორც წესი, ინკასო გულისხმობს ყველა თანხის მიმართვას ბიუჯეტში, რომელიც პარტიას ჩაერიცხება. ამ შემთხვევაში კი ბიუჯეტში მიემართება ამ თანხების მხოლოდ ნაწილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზერულ თანხებს ტოვებს ამ პარტიების ანგარიშზე, თუმცა ეს თანხები სრულფასოვანი საქმიანობისთვის საკმარისი არ არის. შემომწირველები, რომლებსაც სურთ, ფინანსური დახმარება გაუწიონ კოალიცია "ქართულ ოცნებას" და მასში შემავალ პარტიებს, თანხების გადარიცხვისგან თავს იკავებენ, რათა ეს თანხები არამიზანობრივად არ იყოს გამოყენებული. ეს არის ჩვენი საქმიანობის შეფერხების მცდელობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფული არ არის ის ერთადერთი აქტივი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამ შემთხვევაშიც კი მზად ვართ, გავაგრძელოთ სრულყოფილი წინასაარჩევნო პროცესი" - განაცხადა ხადურმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა