როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
“ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია ამ დიდი ისტორიისა და კულტურის, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ქალაქში თქვენს წინაშე გამოსვლა. დიდი პასუხისმგებლობაა, სიტყვით გამოსვლა ქალაქში, სადაც მეფედ ეკურთხა და განისვენებს ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი დავით აღმაშენებელი, ქალაქს, საიდანაც დაიწყო საქართველოს გაერთიანება, ქალაქში, რომელიც ქართული კულტურისა და განათლების მთავარი კერა იყო. მოგმართავთ დიდი პატივისცემით და სიყვარულით და იმ რწმენით, რომ ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს – ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავალი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა იმისთვის, რომ “დღეს ქვეყანა თავისუფალია”.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნიჭი და უნარი, ააშენოს განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო.
“სულ მალე ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ დემოკრატიული განვითარებისკენ, 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნებს ვატარებთ. ეს უმნიშვნელოვანესი არჩევნები და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენ ხალხს პირველად ეძლევა საშუალება, პირდაპირი წესით თვითონ აირჩიოს ადგილობრივი ხელისუფლება და აკონტროლოს არჩეული მმართველები. ჩვენ ვირჩევთ 12 ქალაქის მერს და 59 გამგებელს, ასევე, მაჟორიტარ დეპუტატებს. ეს არის სრულიად ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
http://pia.ge/show_news.php?id=12910&lang=geo
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები