ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ნარმანიამ ჭავჭავაძის ქუჩის ერთ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობის განტვირთვის პროექტი წარადგინა
    ნარმანიამ ჭავჭავაძის ქუჩის ერთ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობის განტვირთვის პროექტი წარადგინა
30 აპრილი, 2014 წ.
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე შუქნიშნის გადატანით და მოძრაობის მიმართულების შეცვლით, აღნიშულ ქუჩებზე მოძრაობის პრობლემა მოიხსნება.

“როგორც ხედავთ წინა ხელისუფლებას ელემენტარული საინჟინრო და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემებიც არ აქვს მოგვარებული. ძალიან მარტივი გადაწყვეტილების საფუძველზე შუქნიშნის გადატანის და მოძრაობის მიმართულების შეცვლით შესაძლებელი იქნება დღეს არსებული ორი შეზღუდვის გახსნა, ეს არის ავტომანქანების მოძრაობა ბაგებიდან და კავსაძის ქუჩიდან და ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე ჩასვლის მიმართულებით მოძრაობა. შესაბამისად, არამხოლოდ აღნიშნულ ქუჩებზე მოძრავ მძღოლებს გაუადვილდებათ მოძრაობა, არამედ მიმდებარე ქუჩებზე არსებული საცობებიც განიტვირთება. ეს არის ერთ-ერთი პროექტი იმ ათიდან, კომპლექსური პროექტის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ქალაქის განსატვირთავად და კომფორტული გარემოს შესაქმნელად”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

http://pia.ge/show_news.php?id=12544&lang=geo
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა