ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
წულუკიანი იმედოვნებს, რომ 15 ივნისამდე გასულ ორ კვირაში დაფიქსირებული ტენდენცია გაგრძელდება
    წულუკიანი იმედოვნებს, რომ 15 ივნისამდე გასულ ორ კვირაში დაფიქსირებული ტენდენცია გაგრძელდება
25 აპრილი, 2014 წ.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ორ კვირაში ცხელ ხაზზე 8 სატელეფონო ზარი დაფიქსირდა და ძალადობას ან საარჩევნო კანონის დარღვევას არცერთი არ ეხებოდა.

“ეს რა თქმა უნდა, კარგი ამბავია და იმედი მაქვს, 15 ივნისამდე ამავე ფორმით მივალთ, ანუ ძალადობის გარეშე რათა ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში შეჯიბრის საშუალება მიეცეს, არჩევანს კი ურნასთან მისული ამომრჩეველი გააკეთებს”, - განაცხადა წულუკიანმა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იუსტიციის სახლში იმართება. საპარლამენტო ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე იმ დარღვევების განხილვას ითხოვს, რომელიც მათ დააფიქსირეს. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიის მუშაობას არაეფექტურად მიიჩნევს.

“ჩვენს მიერ დაყენებულ არცერთ საკითხზე, ისეთზე როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და აქტივისტებზე ძალადობის განხორციელება პასუხი არ მიგვიღია და არ ვიცით, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა დამნაშავეების დასასჯელად ან იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. ასევე გრძელდება პოლიტიკური დევნა და ჩვენი მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტასთან და ასეთი მოტივით, დუშეთსა და ხონში ადამიანების გათავისუფლებაზე კომისიას არ გაუთვალისწინებია”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

http://pia.ge/show_news.php?id=12181&lang=geo
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა