ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
“საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არასრული კონსესუსის პირობებში შევიდა“
    “საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არასრული კონსესუსის პირობებში შევიდა“
14 მარტი, 2014 წ.
განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა.

ამის შესახებ უსუფაშვილმა სასტუმრო “რედისონში“ ინტერფრაქციული ჯგუფისა და დიპლომატების შეხვედრაზე განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკანონმდებლო საქმიანობა დასრულებულია, არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, რაშიც საერთაშორისო საზოგადოების როლი ძალიან მაღალია. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა. ცვლილებათა ერთი ნაწილი ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში იყო განხილული და გაზიარებული. ცვლილებათა მეორე ნაწილი კი ცსკ-ის წარმომადგენელთა მიერ შემუშავებულ თემებს ეხება. რაც შეეხება მესამე ნაწილს, ეს არის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებული მოსაზრებები, რომლებიც ჯამში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში აისახა. საბოლოოდ, ეს ცვლილებები არასრული კონსესუსით იყო მიღწეული, ნაწილზე შედგა კონსესუსი, ნაწილზე – არა. თავიდანვე გვქონდა პოზიცია იმის შესახებ, რომ რაზეც პოლიტიკური კონსესუსი არ იქნებოდა მიღწეული, პარლამენტი თავისი შეხედულებებისამებრ მიიღებდა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

http://pia.ge/show_news.php?id=7471&lang=geo
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა