ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ზაქარია ქუცნაშვილს საარჩევნოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია
  ზაქარია ქუცნაშვილს საარჩევნოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია
24 თებერვალი, 2014 წ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ძალებით გამოსვლა მცირე პარტიების შანსებს ზრდის.

“თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდება, ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ფაქტია, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ ქმნიან იმ გარემოს, რომელიც ამომრჩეველს მოტივაციას მისცემდა, მას მისცეს ხმა. შესაბამისად, გაერთიანების შემთხვევაში მათ ეზრდებათ შანსი. ასეთ დროს მე მივესალმები წვრილი პარტიების კონსოლიდირებას და საერთო იდეის და ლიდერების გარშემო ჩამოყალიბებას”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ამავე დროს, დეპუტატი არასაპარლამენტო პარტიებს ურჩევს, “ნდობის რეიტინგის ლიდერის” გარშემო გაერთიანდნენ, რადგან ქართველი ამომრჩეველი ჯერჯერობით მაინც ლიდერზე ორიენტირებულად რჩება.

რაც შეეხება დაფინანსება, ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ის 14 კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს აქვს.

“დაფინანსება მიეცემა ყველას, ვინც გაერთიანების შედეგად მოაგროვებს 2%-ზე მეტ ხმას. ამ მოგროვების საფუძვლად აღებულია არა ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ წინა არჩევნების შედეგები”, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

http://pia.ge/show_news.php?id=5321&lang=geo
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა