არასაპარლამენტო ოპოზიციასა და დავით უსუფაშვილს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
17 თებერვალი, 2014 წ.
შეხვედრაზე ვერცერთი საკითხი ვერ შეთანხმდა გარდა ერთი საკითხისა, რომელიც ბარიერის 50%-მდე გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, შეხვედრა არაკონსტრუქციული იყო.

“შეხვედრა არ იყო კონსტრუქციულ ჭრილში წარმართული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი მოთხოვნებიდან. ერთ-ერთზე 50%-იან ბარიერზე ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, ჩვენი და ხალხის ზურგს უკან შეცვალეს კანონი, რომლის მიხედვითაც მერობის და გამგებლების კანდიდატს არ აქვს უფლება ჩაჯდეს სიაში, რაც სრული ნოსენსია. ამან მთლიანად გააბათილა ის პოზიტივი, რაც 50%-იან ბარიერს უნდა მოეტანა”, - განაცხადა “ქართული დასის” ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას და პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე საკითხი უნდა განეხილათ. კერძოდ ესენია, 50+1%-იანი ბარიერი, უფასო სარეკლამო დრო, მრავალმანდატიანი ოლქები, საარჩევნო სიების დაზუსტება, საარჩევნო ადმინისტარაციის დაკომპლექტების გადახედვა და მაჟორიტარულ წესით არჩეული დეპუტატების უმრავლესობით წარმოდგენა.

http://pia.ge
ბეჭდვა