“თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ ბიუჯეტის მიღების გადადების მიზეზებზე “პირველ პრესკლუბში ისაუბრა.
“12 თებერვლამდე გადაიდო ბიუჯეტის მიღება იმ მიზეზით, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თავის მორიგ მივლინებაში გაემგზავრა. თუ 12-13 თებერვალს ბიუჯეტის მიღება ვერ მოვასწარით, ალბათ, 14 თებერვლიდან ისევ ვერ მივიღებთ, რადგან ალბათ, კიდევ გაემგზავრება ერთ-ორკვირიან მივლინებაში. თბილისელებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. ახლა რაც თბილისში ხდება, შიხიაშვილის ხელმძღვანელობით, შეუძლიათ თბილისელებმა გაითვალისწინონ. თუ ისინი “ქართულ ოცნებას” აირჩევენ და ისევ შიხიაშვილი იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თბილისს ბიუჯეტი აღარ ექნება. აქედან გამომდინარე, თბილისელებმა უნდა გააკეთონ სწორი დასკვნა იმ მოვლენებიდან, რაც ახლა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ფრაქციებს შორის მიმდინარეობს. არცერთი მათგანის ადგილი თბილისის თვითმმართველობაში არ არის. იმ შემთხვევაში თუ თბილისელები არასაპარლამენტო ოპოზიციას მხარს დაუჭერენ, ის 800 მლნ (თბილისის ბიუჯეტი) მათ სამსახურში ჩადგება”, - განაცხადა კუკავამ. მისივე თქმით, გუშინ რამდენიმე საელჩოს წარმომადგენელი საკრებულოში ვითარების გაცნობის მიზნით იყო მისული, რამაც პრევენციული როლი ითამაშა და თბილისის საკრებულოსა და შშს-ს ერთობლივი ოპერაცია, რომელიც რამდენიმე დეპუტატზე ზეწოლას ისახავდა მიზნად, ამ ეტაპზე შეჩერებულია. 12 თებერვალს ბიუჯეტთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მიზანი დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვაა.
პირველი
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები