ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ნაციონალური მოძრაობა" თეა წულუკიანს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
26 დეკემბერი, 2013 წ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს კუთვნილი შვებულების შეწყვეტისკენ და მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ოთარ ფარცხალაძის დიპლომი ყალბია და მას კრიმინალურ წარსულთან ერთად, თანამდებობისთვის საჭირო მინიმალური კვალიფიკაცია არ აქვს.

"პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბ-ნი ფარცხალაძის მიერ 19 წლის ასაკში იურისტის კვალიფიკაციის მოპოვების წარმოუდგენელი ფაქტი იხსნება იმით, რომ მან 15 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დამთავრებამდე ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონ ფარცხალაძეს არ შეეძლო 1991 წელს უნივერსიტეტში ჩაბარება, რადგან ამისთვის აუცილებელი იყო საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის ქონა. გარდა ამისა, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, 1991 წელს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს არ გააჩნდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ასეთი ფაკულტეტი ამ უნივერსიტეტში გაჩნდა მოგვიანებით. შესაბამისად, ბ-ნი ფაცხალაძე 19 წლის ასაკში ვერ მიიღებდა სამართალმცოდნის კვალიფიკაციას. ეს დიპლომი არის ყალბი და ადასტურებს, რომ დღეს მთავარი პროკურორის თანამდებობა უკავია ადამიანს, რომელიც გარდა კრიმინალური წარსულისა, არ ფლობს ამ თანამდებობისთვის საჭირო მინიმალურ კვალიფიკაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ქ-ნ წულუკიანს, დროებით შეწყვიტოს კუთვნილი შვებულება, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და გაათავისუფლოს ბ-ნი ფარცხალაძე დაკავებული თანამდებობიდან", - აცხადებს ჯაფარიძე.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა