დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისი" მერიის ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით
, საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში, რაც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძეა, კომისიაში არც ერთი აქტი არ განხილულა. მისივე თქმით, კომისიის წევრები საქმის კურსში არ არიან თუ რას აკეთებს კომისია.
ამასთან, თამაზ შოშიაშვილის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაცია შემოწმების აქტს არ ეთანხმება და მასზე ხელი მოწერილი არ აქვს.
"შემოწმების აქტი შესრულებულია პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე, რადგან არ ახლავს არც ერთი დანართი და რას ეყრდობა შესაბამისი აქტის შინაარსი, ჩვენთვის გაურკვეველია", - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, მერიამ შესაბამისი აქტის შინაარსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არაერთხელ მოითხოვა, თუმცა შოშიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტაცია მერიამ ვერ მიიღო.
"ბატონი ქავთარაძის განცხადებები არის უნიჭოდ შესრულებული პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს და ეს არ გახლავთ ფინანსური დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა", - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა და დასძინა, რომ უსაფუძვლო განცხადებები მერიის წინააღმდეგ აგორებულ პოლიტიკურ პიარს ემსახურება.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის" თავმჯდომარე გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯებთან დაკავშირებით სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის განცხადებებსაც ეხმაურება. თამაზ შოშიაშვილის მოსაზრებით, სარევიზო კომისიის თავმჯდომარემ, როგორც ჩანს, ელემენტარული არითმეტიკა არ იცის.
"ახლა დავთვალეთ და ელემენტარული არითმეტიკაა. გიგი უგულავას 2013 წლის მარტში, 30 დღის განმავლობაში, დღე და ღამე რომ არ დაეძინა, მუდმივად ჰქონოდა ტელეფონი ხელში და ესაუბრა, ტარიფი წუთში გამოდის 90,5 თეთრი, ანუ როუმინგის ტარიფი, როცა გიგი უგულავა თბილისში იყო და ეწეოდა თავის საქმიანობას. ეს არის სრული აბსურდი და ელემენტარული არითმეტიკის არცოდნა. ეს არის პოლიტიკური შეკვეთა, რომელსაც უნიჭო ადამიანები იმდენად უნიჭოდ ასრულებენ, რომ სრულ აბსურდს აწვდიან საზოგადოებას", - განაცხადა თამაზ შიოლაშვილმა.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად სერიოზული დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის დარღვევებიდან საყურადღებოა შრომით ანაზღაურებასა და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, ქავთარაძის ინფორმაციით, 2013 წლის მარტში გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯმა 38 000 ლარი შეადგინა. როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება.
http://www.interpressnews.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები