ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა
19 ნოემბერი, 2012 წ.


ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია - "მაჟორიტარი" შეიქმნა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი სამი წევრისგან დაკომპლექტდა – დავით კასრაძე, ნუკრი დოლიძე და გენადი თებიძე, რომელიც ამავე დროს ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ფრაქციის თავმჯდომარედ ნუკრი დოლიძე აირჩიეს.

ბათუმის საკრებულოში უკვე სამი ფრაქციაა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ბათუმელებისთვის" და "მაჟორიტარი".



http://www.interpressnews.ge


ბეჭდვა