სხდომაზე იმსჯელეს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც კომისიამ უნდა წარადგინოს საქართველოს პარლამენტში.
კომისიისათვის სამართლებრივი ბაზის გამყარების კუთხით დამატებითი რეგულაციებისა და დამატებითი კომპონენტების თაობაზე , ასევე ახლად შექმნილი გარემოებებებზე, რომელიც უკანასკნელი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით ევალება და დაევალება კომისიას განსაკუთრებული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით. საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის გარკვეული უფლების მინიჭებაზე.
„დღეს შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს და მომავალი კვირის დასაწყისში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვების დაიწყებამდე წარადგენს ინიციატივებსა და წინადადებებს“.
კომისიის სხდომაზე, ასევე იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომელიც წინა სხდომიდან დღემდე განვლილ პერიოდს ასახავდა და იმ სამომავლო სამუშაოებზე, რომელიც უნდა განახორციელოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ ერთიანი სიის პრეზენტაციამდე.
http://sia.gov.ge